6 დეკემბერი, 2014

ბენედიქტ კამბერბეტჩი – Doctor Strange

be1მსოფლიოში ნომერ პირველი შერლოკი ახალი როლისთვის ემზადება. ეს არც მეტი, არც ნაკლები Doctor Strange-ა.

ფილმის გადამღებმა ჯგუფმა უკვე გაახმოვანა, რომ მთავარ როლზე სწორედ ეს მსახიობია დამტკიცებული. სურათს რეჟისორი სკოტ დერიქსონი გადაიღებს.

დოქტორი სტრეინჯი კომიქსების პერსონაჟია, რომელიც 1962 წელს შეიქმნა. ის მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ქირურგი იყო, სანამ კატასტროფაში არ მოყვა.

მარველის პრეზიდენტის კევინ ფეიჯის თქმით, ფილმი ეკრანებზე 2016 წლის 6 ნოემბერს გამოვა.