20 დეკემბერი, 2014

ანა კალანდაძის იუბილეზე ალბომი გამოიცა

ana-kalandadzeქართული პოეზიის დედოფლის ანა კალანდაძის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამახსოვრო ალბომი გამოიცემა.

22 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მწერალთა სახლში ანა კალანდაძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი სიუბილეო საღამო და სამახსოვრო ალბომის ,,ორი ანა“ პრეზენტაცია გაიმართება.

ანა კალანდაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოში მონაწილეობას თბილისის სხვადასხვა თეატრის მსახიობები და ქართული ესტრადის შემსრულებლები მიიღებენ. საღამოზე ანა კალანდაძის პოეზიაზე შექმნილი სიმღერები შესრულდება. ღონისძიების ფარგლებში პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ლიტერატურული პერფორმანსი იქნება წარმოდგენილი.