27 ნოემბერი, 2014

“წეროს” ჟიური რჩეულებს დაასახელებს

1630 ნოემბერს თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში ლიტერატურული კონკურსი “წეროსკ ჟიურის რჩეული მოთხრობები დასახელდება.

ლიტერატურული კონკურსის “წერო სლოგანია “გინდა წერო? უნდა წერო!” ლიტერატურული კონკურსი „წერო“ ელექტრონული წიგნების ვებ–გვერდის „ლიტ.გე“-ის მეშვეობით, ინტერნეტ სივრცეში ნხორციელდება. კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე საუკეთესო ნაწარმოებებს ავლენს კონკურსის 7-კაციანი ჟიური, ჟიურის წევრები არიან მწერლები, რედაქტორები, კრიტიკოსები, მეორე ეტაპზე, 1-დან 10 დეკემბრის ჩათვლით კი შერჩეულ ნაწარმოებებს შეაფასებს მკითხველი, რის საფუძველზეც გამოვლინდებიან გამარჯვებულები. მკითხველებს საშუალება ექნებათ კონკურსის გვერდზე გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ნაწარმოებების შესახებ. ყველაზე აქტიური მკითხველები დასაჩუქრდებიან ელექტრონული მაღაზია ლიტ.გე-ის ვაუჩერებით.

გამარჯვებულთა ვინაობა I, II, III ადგილები, ჟიურის სპეციალური პრიზი და სხვა პრიზები გამოცხადდება დაჯილდოების ცერემონიალზე 11 დეკემბერს საქართველოს მწერალთა სახლში. პირველი პრემია: ლიტერატურული პრემია “წერო” და 3000 ლარი, მეორე პრემია: 2000 ლარი, მესამე პრემია: 1000 ლარი. სხვადასხვა დროს „წეროს“ გამარჯვებულები არიან ვანო ჩხიკვაძე (პროზა), ნათია ნაცვლიშვილი (პოეზია), ბაჩო კვირტია (პროზა), დიანა ანფიმიადი (პოეზია), ირმა ტაველიძე (პროზა), მარი ბექაური (პროზა) და ნათია როსტიაშვილი (პროზა).