22 ნოემბერი, 2014

ნუცა ბუზალაძე ჰოსპიტალიზირებულია

8მომღერალი ნუცა ბუზალაძე ჰოსპიტალიზირებულია. ამის მიზეზი მისი ტრავმა გახდა, რომელიც მან საცეკვაო ნომრის დადგმისას მიიღო.

ნუცამ ფეხი მოიტეხა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. “ცეკვავენ ვარსკვლავების” ყველაზე პატარა მონაწილეს ტკივილისგან გული წაუვიდა და გონებადაკარგული აღმოჩნდა ექიმებთან. ნუცას ფეხი თაბაშირში ჩაუსვეს და როგორც “ცეკვავენ ვარსკვლავების” ოფიციალური ფეისბუქ გვერდი აცხადებს, ნუცა ბუზალაძე სამშაბათს პროექტში ცეკვას ვეღარ შეძლებს.