21 ნოემბერი, 2014

ნანი ბრეგვაძე პატრიარქს უმღერებს

122015 წლის 4 იანვარს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ნანი ბრეგვაძის სოლო კონცერტი გაიმართება, რომელსაც ლეგენდარული მომღერალი უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მიუძღვნის. ამ დღეს მის უწმიდესობას 82 წელი შეუსრულდება. კონცერტს საქართველოს კულტურის პალატა წარმოადგენს. უკვე შედგა შეხვედრა პატრიარქთან და დაწყებულია მზადება გრანდიოზული კონცერტისათვის.

წარმოდგენის კონცეფცია აგებული იქნება დროის კონტრასტზე, ერთმანეთს შეცვლიან XX და XXI საუკუნის სურათები. ნანი ბრეგვაძის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე გააცოცხლებენ სცენაზე.

საღამოში მონაწილეობას მიიღებენ გიორგი ცაგარელი (ალტი), საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, კონცეფციის და ორიგინალური ვერსიის ავტორი, მუსიკალური ხელმძღვანელი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი, დამდგმელი რეჟისორი დავით დოაიშვილი, მუსიკალური პროდუსერი მარინა ბერიძე, სცენარის ავტორი თეო ჯორბენაძე, სცენოგრაფია გოგიკო საყვარელიძე, მხატვარი ვანო ჭელიძე, გენერალური პროდიუსერი დავით ოქიტაშვილი.