21 ნოემბერი, 2014

მონსერატ კაბალიე ყარაბაღში ჩავიდა

3მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერალი მონსერატ კაბალიე ყარაბაღში ჩავიდა და იქ კონცერტი გამართა. კონცერტს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და რიგითი მსმენელები როგორც სომხეთიდან, ასევე უცხოეთიდან.

მონსერატ კაბალიე ყარაბაღში წინა წლებშიც იმყოფებოდა, რის გამოც აზერბაიჯანთან პრობლემები შეექმნა. აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ მას თავის ქვეყანაში ჩასვლა აუკრძალა.