20 ნოემბერი, 2014

“მენტალისტი” სრულდება

7გახმაურებული დეტექტიური სერიალი “მენტალისტი” მეშვიდე სეზონით დასრულდება. ბოლო სეზონი 13 ეპიზოდისგან შედგება. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთეს სერიალის შემქმნელებმა და განმარტეს, რომ 2015 წლის თებერვალში “მენტალისტი” არსებობას შეწყვეტს.

ფილმის მთავარ გმირს პატრიკ ჯეინს მსახიობი საიმონ ბეიკერი ასრულებს. მისი გმირი ფსიქოლოგი და მანიპულატორია, რომელიც ოდესღაც ექსტრასენსი და ნათელმხილველიც იყო. მას შემდეგ, რაც მისი ცოლ-შვილი სერიულმა მკვლელმა სისხლიანმა ჯონიმ დახოცა, ჯეინი კალიფორნიის გამოძიების ბიუროს მკვლელობების გამოძიებაში ეხმარება. მთელი სეზონების განმავლობაში პატრიკ ჯეინი დარწმუნებულია, რომ სისხლიანი ჯონის კვალს მიაგნებს და საბოლოოდ გაიგებს, ვინ არის ის რეალურად.

“მენტალისტის” ბოლო სეზონის პრემიერა 30 ნოემბერს გაიმართება.