22 ნოემბერი, 2014

მარიამ პავლიაშვილი გათხოვდა

7თბილისის ბიგ ბენდის სოლისტი მარიამ პავლიაშვილი გათხოვდა. ქორწილის ამსახველი ფოტოები “ფეისბუქში” მისმა კოლეგამ და მეგობარმა მარიტა როხვაძემ გაავრცელა.

მარიამ პავლიაშვილი მსმენელმა “ჯეოსტარიდან” გაიცნო. მართალია, მან პროექტის მოგება ვერ შეძლო, მაგრამ თავისი უნიკალური ხმით მსმენელის მოჯადოება შეძლო.

მარიამ პავლიაშვილი უკვე წლებია თბილისის ბიგ ბენდის სოლისტია, პარალელურად კი შალვა რამიშვილის შოუში ბენდთან ეთრად მღერის.

ახლადდაქორწინებულებმა სოციალურ ქსელში უამარვი მილოცვა და საუკეთესო სურვილები მიიღეს.