20 ნოემბერი, 2014

მამა პეტრეს პოეზია სპექტაკლში გაერთიანდა

16მამა პეტრეს ლექსები სპექტაკლში “მოძღვრის აღსარება” გაერთიანდა. წარმოდგენის პრემიერა 26 ნოემბერს ახმეტელის თეატრში გაიმართება.

დოკუმენტური ჟანრის სპექტაკლის რეჟისორები ირაკლი გოგია და ბექნუ ქაფიანიძე არიან, მთავარ როლებს ბექნუ ქაფიანიძე და მარინა ხარჩილავა ასრულებენ. სპექტაკლი ეფუძნება მამა პეტრე კვარაცხელიას, იგივე პეტრე კოლხის პოეზიას, რომელიც პოპულარულია სხვადასხვა ასაკის ადამიანებში, განსაკუთრებით კი მოზარდ თაობაში. მამა პეტრე ცნობილია თავისი პროგრესული განცხადებებით, სოციალურ ქსელში აქტივობით და სასულიერო პირის ლექსები იმავე ქსელში ძალიან ხშირად გვხვდება.

ახმეტელის თეატრი, პირველად, მამა პეტრეს პოეზიის მიხედვით დადგმულ ლიტერატურულ სპექტაკლს შემოგვთავაზებს, რომელშიც მონაწილეობას ახმეტელის თეატრის ახალგაზრდა მსახიობები მიიღებენ.