20 ნოემბერი, 2014

მაიკ ტაისონს ოტელოს განსახიერება სურს

13ბრიტანული გამოცემის “მირორის” ცნობით, ამერიკელი მოკრივე მაიკ ტაისონი შექსპირის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში ოტელოს როლის შესრულებაზე ოცნებობს. მოკრივემ ისიც განაცხადა, რომ ჯერ არ არის მზად თეატრალურ სცენაზე გამოსაჩენად, ამიტომ ამ ეტაპზე სატელევიზიო დადმგაში მონაწილეობაზეც თანახმაა:

„ძალიან მინდა შექსპირის ეკრანიზაციაში ვითამაშო. არ ვიცი ზუსტად რა როლს ვითამაშებდი, მაგრამ საინტერესო იქნებოდა ოტელოს როლი. განა ეს მშვენიერი არაა, ითამაშო შექსპირის ეკრანიზაციაში? ეს შავი ბიჭი… შეგიძლიათ წარმომიდგინოთ როგორც ოტელო?“ – განუცხადა ჟურნალისტებს მაიკ ტაისონმა ლას-ვეგასში გამართულ მუსიკალური პრემიის დაჯილდოებაზე.

ამ დროისთვის მოკრივე 55-ზე მეტ ფილმში გადაიღეს, სადაც თავის თავს თამაშობდა. კიდევ ორი ფილმი, რომელშიც მოკრივე იღებს მონაწილეობას, ეკრანებზა უახლოეს პერიოდში გამოჩნდება.