22 ნოემბერი, 2014

ლიკა ყაზბეგი აქციას აწყობს

1ლიკა ყაზბეგი აქციას აწყობს, რომელიც ქალთა ძალადობის წინააღმდეგ იქნება მიმართული. 26 ნოემბერს საჯარო ბიბლიოთეკაში “წარმატებული ქალი პოდიუმზე” გაიმართება და მასში ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი თამარ ივერიც მიიღებს მონაწილეობას.

ლიკა ყაზბეგის ჩვენება-აქციას დახურავს ძალადობის მსხვერპლი ქალბატონი, რომელიც 6 შვილის დედაა, მეეზოვედ მუშაობს და ფანტასტიურად გამოიყურება.

“წარმატებული ქალი პოდიუმზე” უკვე 7 წელია ხორციელდება და როგორც ლიკა ყაზბეგი ამბობს, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მისი ჩვენება აქციის სახეს ატარებს. წლევანდელი ჩვენების თემაა ძალადობა ქალების წინააღმდეგ. კიდევ ერთი თემა, რომელსაც ეს ჩვენება წარმოადგენს, ქართული მუსიკა, ლიტერატურა და მისი სიყვარულია. ასეთი ჩვენების მოწყობის იდეა ლიკა ყაზბეგს ნიაზ დიასამიძის სიმღერის “გალაკტიონი ” მოსმენის შემდეგ გაუჩნდა, ამიტომაც ჩვენება ქართული მუსიკის ფონზე ჩატარდება.