22 ნოემბერი, 2014

თორი პლანეტის ყველაზე სექსუალური მამაკაცია

11ბლოკბასტერების “თორი” და “შურისმაძიებლები” ვარსკვლავი 31 წლის ქრის ჰემსვორტი 2014 წელს პლანეტის ყველაზე სექსუალური მამაკაცია. ინფორმაციას ჟურნალი “ფიფლი” ავრცელებს, რომელმაც ტრადიციული ყოველწლიური გამოკითხვა ჩაატარა. როგორც გამოცემას ქრისმა ხუმრობით განუცხადა:

“ახლა წავალ და ჩემს მეუღლეს ვეტყვი, შეხედე, ხალხი ჩემზე რას ფიქრობს?! ახლა სრული უფლება მაქვს აღარ ვრეცხო ჭურჭელი და აღარ ვზიდო პამპერსები.”

ქრის ჰემსვორტი თავის მეუღლესთან ელზა პატაკთან ერთად სამ შვილს ზრდის გოგონას ინდიას და ტყუპებს ტრისტანსა და ალექსანდრას.

2014 წლის პლანეტის ყველაზე სექსუალურ მამაკაცთა რეიტინგში ასევე აღმოჩნდნენ კრის პრეტი, ჯეიმ დორნანი, კი ჰონგ ლი, ედი რედმეინი, ბრედლი კუპერი, ბლეიქ შელტონი.