28 ნოემბერი, 2014

თბილისის კინოფესტივალი იწყება

2პირველ დეკემბერს კინოთეატრ “ამირანში „თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი“ საზეიმოდ გაიხსნება. საგენგებო პრესკონფერენციაზე დაინტერესებულმა პირებმა და მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს სრული ინფორმაცია კინოფესტივალის მიმდინარეობის შესახებ. პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ფესტივალის დამფუძნებლები გენერალური დირექტორი გაგა ჩხეიძე და დირექტორი ნინო ანჯაფარიძე. მერიის კულტურის ღონისძიებების ცენტრის ხელმძღვანელი, ზურაბ წერეთელი, პაშა ბანკის კომერციული დირექტორი გოგი ჯაფარიძე და ფესტივალის მთავარი სპონსორის, აჭარანეტის ხელმძღვანელი გუგა ხელაია. კონფერენციას ესწრებოდა პოლონეთის ელჩი საქართველოში ანჯეი ჩერკოვსკიც. შვედეთის ელჩმა საქართველოში, მარტინა ქუიქმა  ფესტივალის პროგრამის შვედური ნაწილი წარადგინა. სიტყვა ასევე წარმოთქვა თბილისის გოეთეს ინსტიტუტის დირექტორმა შტეფან ვაკვიცმა და კულტურული პროგრამების განყოფილების ასისტენტმა ნათია მიქალაძე-ბახსოლიანმა. მათ თბილისის გოეთეს ინსტიტუტის ფესტივალთან მრავალწლიანი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. პაშა ბანკი ფესტივალის სპონსორი და ქართული პანორამის წარმომდგენია.

კინოფესტივალი პირველ დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნება კინოთეატრ “ამირანში” მოჰსენ მახმალბაფის ფილმით „პრეზიდენტი“. ნაწარმოებში მთავარ როლებს 5 წლის ქართველი ახალბედა მსახიობი დაჩი ორველაშვილი და ქართული კინოს ვარსკვლავები მიშა გომიაშვილი და ია სუხიტაშვილი ასრულებენ.

ფესტივალზე სპეციალური ჟიური საუკეთესო ფილმს, რეჟისორს და მსახიობს გამოავლენს. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია აგრეთვე მასტრეკლასები, რომლებსაც სპეციალურად მოწვეული უცხოელი კინომცოდნეები სტუდენტებისთვის, კინომოყვარულებისა და დაინტერესებული პირებისთვის ჩაატარებენ.

„თბილისის მე-15 საერთშორისო კინოფესტივალს“ უმბერტო პაზოლინის ფილმი „წყნარი ცხოვრება“ დახურავს.