21 ნოემბერი, 2014

თამარ ივერმა შვილები გამოაჩინა

10ქართველმა საოპერო მომღერალმა თამარ ივერმა თავისი ტყუპი შვილები ფართო საზოგადოებას წარუდგინა. მან სოციალურ ქსელში შვილების ფოტო ატვირთა და წააწერა:

“ჩემი ცხოვრების აზრი და ჩემი საუკეთესო პერფომანსი.””

თამარ ივერს და მის მეუღლეს მოჭიდავე რაულ ცხადაძეს ტყუპი ქალ-ვაჟი პირველ ივნისს ნინოობის ბრწყინვალე დღესასწაულზე შეეძინათ. მიუხედავად ასეთი დიდი სიხარულისა, წყვილი ამ ამბავს დიდხანს მალავდა, სანამ არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” ლიდერმა ირაკლი ვაჭარაძემ “ფეისბუქში” არ დაწერა, რომ თამარ ივერი დედა გახდა.

თამარმა და რაულმა ტყუპებს ნინა-ლიზა და უგო-ავთანდილი დაარქვეს. ბიჭს რაულმა დაარქვა უგო, ავთანდილი კი თამარის მამის სახელია. თამარს ძალიან უყვარს სახელი ლიზა. ბავშვები ნინოობაზე დაიბადნენ, ამიტომაც გადაწყვიტეს, გოგონასთვის ნინო-ლიზა დაერქმიათ.