27 ნოემბერი, 2014

“ერთი ერთში” სალომე ბაკურაძე ლიდერობს

2მუსიკალურ პროექტში “ერთი ერთში” სალომე ბაკურაძე 99 ქულით ლიდერობს. მიუხედავად იმისა, რომ მეორე საკონკურსო ტური ნუკა კვალიაშვილმა და გიორგი სუხიტაშვილმა თანაბარი 95-95 ქულებით დაასრულეს, საერთო შედეგებით პირველ აგდილზე სალომე ბაკურაძემ.

მეორე საკონკურსო ტურში მონაწილეებმა მსოფლიოს ვარსკვლავები განასახიერეს. გოგა მესხი ბარი უაითად გადაიქცა, ნუკა კვალიაშვილი უიტნი ჰიუსტონად, ზურა ჯავახია ოაზისის სოლისტად, ლიზა ყენია ბრუნო მარსად, სალომე ბაკურაძე ადელად, გიორგი სუხიტაშვილი ენრიკე იგლესიასად, ნინი წიკლაური დაიანა როსად და თემო საჯაია მიკად.

ჟიურის მეოთხე მოწვეული წევრი მუსიკოსი დათო ევგენიძე იყო, რომელმაც უმაღლესი შეფასება 12 ქულა ლიზა ყენიას მიანიჭა.

მომავალი საკონკურსო ტურისთვის ლოტოტრონმა მომღერლებს მსოფლიო ვარსკვლავები ასე გადაუნაწილა: ზურა ჯავახია ქოლდფლეის სოლისტი გახდება, გოგა მესხი რეი ჩარლზი, ნინი წიკლაური ლორდი, თემო საჯაია ბრაიან ადამსი, ლიზა ყენია გვენ სტეფანი, სალომე ბაკურაძე მირეი მატიე, ნუკა კვალიაშვილი რობი უილიამსი, გიორგი სუხიტაშვილი კი აჩიკო გულედანი.