22 ნოემბერი, 2014

ელენე გლურჯიძე კარიერას ასრულებს

13ინგლისის ნაციონალური ბალეტის წამყვანმა ქართველმა მოცეკვავემ ელენე გლურჯიძემ საბალეტო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

ქართველი ბალერინა საბალეტო დასში 12 წლის განმავლობაში ცეკვავდა. ის წამყვან პარტიებს ასრულებდა ბალეტებში “მაკნატუნა”, “გედების ტბა”, “ჟიზელი და მანონი”. მან თავისი ცეკვის მანერით მაყურებელი არაერთხელ მოაჯადოვა და სხვადასხვა დაჯილდოების ცერემონიალებზეც გაიმარჯვა:

“ინგლისის ნაციონალურ ბალეტში ჩემი პროფესიული კარიერის 12 წელი გავატარე და ამისთვის ყველას მადლობას ვუხდი. ამ საბალეტო დასიდან სიამაყის გრძნობით მივდივარ. აუცილებლად ვრჩები ხელოვნებაში და სიცოცხლის ბოლომდე მის სამსახურში ვიქნები,” – განუცხადა ჟურნალისტებს ელენე გლურჯიძემ.

ქართველი ბალერინას ფინალური გამოსვლა 2015 წლის 18 იანვარს გაიმართება. ელენე გლურჯიძე “გედების ტბას” იცეკვებს.