24 ნოემბერი, 2014

ეთერ კაკულია: “ვერ ვიტან სიკვდილს”

1მომღერალ ეთერ კაკულიას თავის დაბადების დღეზე ვარსკვლავს გაუხსნიან. “იმედის კვირამ” მასზე სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა და ეთერ კაკულია გადაცემაში პირდაპირ ეთერში ჩართო.

მომღერლის სიტყვებმა სიკვდილთან დაკავშირებით, საზოგადოება შოკში ჩააგდო: “საერთდ ვერ ვიტან სიკვდილს”, – განაცხადა მომღერალმა.

საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ეთერ კაკულია ავადაა და ის მკურნალობის კურსს გადის. მისმა დიაგნოზმა იმ კონცერტის რეპერტუარიც შეცვალა, რომელიც 29 ნოემბერს დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ეთერ კაკულია თავის დაბადების დღე გრანდიოზული კონცერტით აღნიშნავს, სადაც მის სიმღერებს კოლეგები შეასრულებენ. თავად ეთერ კაკულია კი კონცერტის ბოლოს წარსდგება შეკრებილი საზოგადოების წინაშე და მხოლოდ სამ სიმღერას იმღერებს.