29 ნოემბერი, 2014

დღეს ეთერ კაკულიას ვარსკვლავს გაუხსნიან

333329 ნოემბერს ეთერ კაკულიას დაბადების დღეა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დღეს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ცნობილი ქართველი მომღერლის ეთერ კაკულიას შემოქმედებითი საღამო გაიმართება.

კონცერტი მომღერლის იუბილეს ეძღვნება და მასში მონაწილეობას ღებულობენ ახალგაზრდა შემსრულებლები, რომლებიც ეთერ კაკულიას ცნობილ სიმღერებს შეასრულებენ. იუბილარს დაბადების დღეს მიულოცავს და მსმენელის წინაშე წარდგება ასევე მომღერალი ნანი ბრეგვაძე.

ეთერ კაკულია სცენაზე უკვე 50 წელია მოღვაწეობს. კონცერტის შემდეგ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მომღერლის ვარსკვლავი გაიხსნება. ღონისძიებებს საზეიმო ფოიერვერკი დაასრულებს.