20 ნოემბერი, 2014

დუეტი “ჯორჯია” აღარ არსებობს

12დუეტი “ჯორჯია” აღარ არსებობს. მაკა ზამბახიძემ და რატი დურგლიშვილმა გადაწყვიტეს ცალ-ცალკე იმუშავონ. ამის შესახებ მაკა ზამბახიძემ ეკა ხოფერიას თოქ შოუში ისაუბრა:

“დაშლას ასე ვერ ვუწოდებთ. შეიძლება ვუწოდოთ, მაგრამ მე ასე არ მიყვარს ხოლმე მაქსიმალური დასკვნების გამოტანა. უბრალოდ რატი მიდის საზღვარგარეთ საცხოვრებლად და სოლო-კარიერის გაააკეთებლად, ამიტომ დუეტ “ჯორჯია”-ს პაუზა ექნება. რამდენი ხნით, არავინ იცის. რატი სოლო პროგრამას გააკეთებს, მეც და ვფიქრობ ჩვენს შემოქმედებას რაღაც ახალი და საინტერესო შეემატება. წლების წინ მე და რატი ვრეპეტიციობდით და უთანხმოება მოგვივიდა. რეპეტიციის დროს ჩვენ ყოველთვის ვკამათობდით, მაგრამ მერე აღარ გვახსენდებოდა, ეს კამათი იმ მომენტში მთავრდებოდა. ვიღაცა შეესწრო ამ ფაქტს და მეორე დღეს გამოვიდა ხმა, დუეტმა “ჯორჯიამ” ასე იჩხუბა და დაიშალაო. ეტყობა ამ ამბავზე ააგეს შემდეგ კიდევ ჭორები. ჩვენ ვართ მეგობრები, მე მეგობარს არ ვკარგავ.”