20 ნოემბერი, 2014

ბენედიქტ კამბერბეტჩს ცოლი მოყავს

523434305JS00137_The_Imitatბიბისის გახმაურებული სერიალის “შერლოკის” მთავარი გმირის შემსრულებელს მსახიობ ბენედიქტ კამბერბეტჩს ცოლი მოყავს. მისი რჩეული სოფი ჰანტერია. მსახიობი და მისი საცოლე დიდხანს მალავდნენ თავის ურთიერთობებს, მათი ნიშნობა კი უცხოური პრესისთვის ნამდვილი სენსაცია გახდა.

როგორც ირკვევა, მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ შერლოკ ჰოლმსს გადაწყვეტილი აქვს თავისი ქორწილიც სრულიად გაასაიდუმლოს:

“ვფიქრობ, ჩვენი ქორწილი საიდუმლო იქნება ჩვენი ყველაზე ახლობლებისთვისაც კი,” – განუცხადა ჟურნალისტებს მსახიობმა.

წყვილი პირველად გამოჩნდა ერთად საზოგადოების წინაშე ფილმის “თამაში იმიტაციაში” პრემიერაზე, რომელშიც ბენედიქტი მთავარ როლს ასრულებს. შერლოკის რჩეულს ხელს მასიური ბრილიანტისთვლიანი თეთრი ოქროს ბეჭედი ამშვენებდა.